საბა ბუაძე – ძალიან მძიმეა იმის გააზრება, რომ პარლამენტში მიმდინარეობს ღალატი საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ

Published:

ძალიან მძიმეა იმის გააზრება, რომ პარლამენტში, 2024 წლის 28 მაისს, მიმდინარეობს ღალატი საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ – ვინც ამ სპეცოპერაციაში მიიღებს მონაწილეობას, ჩაირეცხება რუსულ კანონთან ერთად, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა საბა ბუაძემ განუცხადა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე იმყოფება.

მისივე თქმით, 84 ადამიანის ღალატი ვერ გადაფარავს გაერთიანებულ, მებრძოლ და თავდადებულ საზოგადოებას.

„ძალიან მძიმეა იმის გააზრება, რომ პარლამენტში, 2024 წლის 28 მაისს, მიმდინარეობს ღალატი საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, თუმცა 84 ადამიანის ღალატი ვერ გადაფარავს გაერთიანებულ, მებრძოლ და თავდადებულ საზოგადოებას. ყველა, ვინც ამ სპეცოპერაციაში მიიღებს მონაწილეობას, ჩაირეცხება რუსულ კანონთან ერთად, ივანიშვილთან და ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვინც საკუთარი თავი ისტორიის სანაგვეზე თავად გამოჭედა“, – აღნიშნა ბუაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის უკანა შესასვლელთან მოქალაქეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. „მონებო“, „რუსებო“, „მოღალატეებო“ – სკანდირებენ ისინი „ქართული ოცნების” დეპუტატების მისამართით.

მსახიობები, ოპოზიციონერი პოლიტიკისები, ყოფილი დეპუტატები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოსთან დილიდან შეიკრიბნენ, იმისთვის, რომ გააპროტესტონ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი, რომელსაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img