პუტინი – დასავლეთი ცეცხლს ეთამაშება

Published:

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დასავლეთს აფრთხილებს, რომ ცეცხლს ეთამაშებიან, როდესაც უკრაინას ნებას რთავენ, დასავლური შეიარაღება რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს.

ვლადიმერ პუტინის თქმით, ამან შესაძლოა, გლობალური კონფლიქტის პროვოცირება გამოიწვიოს.

როგორც რუსეთის პრეზიდენტი განმარტავს, შორ რადიუსზე მოქმედი შეიარაღებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელება, საჭიროებს დასავლური სატელიტების, დაზვერვისა და სამხედრო დახმარებას, რაც უკვე გულისხმობს დასავლეთის პირდაპირ ჩართულობას.

პუტინი, ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინაში საფრანგეთის ჯარების გაგზავნაც გლობალური კონფლიქტისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

ნატო-ს ევროპულ წევრებზე საუბრისას კი, პუტინმა განაცხადა, რომ პატარა ქვეყნებმა „უნდა გააცნობიერონ, რას ეთამაშებიან“, რადგან პატარა ტერიტორიები აქვთ და მჭიდროდ არიან დასახლებული.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img