ნაღალატევ რეალობაში გავიღვიძეთ, მაგრამ გამარჯვება გარდაუვალია – კახა კინწურაშვილი

Published:

მსახიობი კახა კინწურაშვილი საქართველოში შექმნილი რთული ვითარებიდან გამოსავალს მოახლოებულ არჩევნებში ხედავს. ხელოვანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოს მოქალაქეებმა “ნაღალატევ რეალობაში გაიღვიძეს”, გამარჯვება მაინც გარდაუვალია და ამას 26 ოქტომბრის არჩევნები ცხადყოფს

დიდი ბოროტებაა ჩვენი ქვეყნის მიმართ ჩადენილი, რაც აუცილებლად გამოსწორდება. ამის იმედს მაძლევენ ადამიანები, რომლებიც ამ თვეების განმავლობაში ჩემი თვალით ვიხილე ეს ერთიანობა, ეს სიფხიზლე. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე დღე იყო გუშინ და დღესაც ნაღალატევ რეალობაში გავიღვიძეთ, მე მაქვს იმედი და ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა და ხალხი და ის სიმართლე, რომელიც ამ ხალხის უკან დგას, აუცილებლად გაიმარჯვებს, რა თქმა უნდა, ამის მთავარი გადაწყვეტილება მოხდება არჩევნებზე და ზუსტად ვიცი, რომ არჩევნებით ბევრი რამე შეიცვლება, მაგრამ არჩევნებამდე ბევრი რამეა გასაკეთებელი. კარდიოგრამსავითაა, ხან ადის, ხან ჩამოდის. ხან წვიმა იქნება ხან მზე, მაგრამ მემგონი, ამას არავინ უნდა შევუშინდეთ. პირიქით, არსებობს სიფხიზლე, არსებობს სიმტკიცე  და ეს სიმტკიცე არის გაუტეხელი და დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის, საქართველოს გამარჯვების, რომელსაც აქვს უდიდესი ისტორია, რომლის გამოც ძალიან ბევრმა ადამიანმა სისხლი გაიღო და ძალიან ბევრმა ადამიანმა უკეთესი მომავლისთვის ძალიან ბევრი რამ დაითმინა და მე მგონია, რომ ეს თავგანწირვა უკვალოდ არ ჩაივლის, – ამბობს კახა კინწურაშვილი. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img