ევრო 2024 – საქართველოს ნაკრები ავსტრიაში ისევ 14 ფეხბურთელით ემზადება

Published:

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ავსტრიაში ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას აგრძელებს.

ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, შეკრების მეორე დღესაც გამოძახებული 26 ფეხბურთელიდან 14-მა ივარჯიშა. ეროვნულ ნაკრებს სხვა ლეგიონერები მომდევნო დღეებში შეუერთდებიან.

ამჟამად ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით წვრთნას შემდეგი მოთამაშეები გადიან:

მეკარე: გიორგი ლორია.

მცველები: გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ოთარ კაკაბაძე.

ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, გაბრიელ სიგუა, გიორგი წიტაიშვილი, ლევან შენგელია, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი.

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია, ბუდუ ზივზივაძე.

9 ივნისს საქართველოს ეროვნული გუნდი ამხანაგურ შეხვერას პოდგორიცაში მონტენეგროსთან ჩაატარებს. ევროპის ჩემპიონზე კი ნაკრები პირველ მატჩს 18 ივნისს თურქეთთან გამართავს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img