ლანა გალდავა – მაინც მოგიწევთ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიღებული კანონის გაუქმება 

Published:

აინც მოგიწევთ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიღებული კანონის გაუქმება, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა ლანა გალდავამ განაცხადა.

ის აღნიშნულით ეუთო/ოდირის დასკვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ანტიდასავლურია.

„ყველაზე მაღალი რანგის, ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებული ,ვენეციის კომისია, ასევე, ეუთო/ოდირის დასკვნა ქვეყნდება რუსულ, დიახ, რუსულ კანონზე, რადგან მხოლოდ ,,რუსსკი მირის” ინტერესებში ზის მისი შინაარსი, კიდევ ერთხელ მოვიყვან ციტირებას ზემოაღნიშნული დასკვნიდან: „კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შეიცავს სერიოზულ ხარვეზებს, რაც მას შეუთავსებელს ხდის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან, ეუთოს ვალდებულებებთან და უნდა გაუქმდეს“. უკვე სათვალავიც კი ამერია მერამდენედ გაქვთ მიღებული მუხლობრივი განხილვა სრული ნეგატივით, მაგრამ ვენეციის კომისიის მსგავსად, ეუთო/ოდირიც გლობალური ომის მასონურ პარტიას წარმოადგენს, სავარაუდოდ. დაბოლოს, მაინც მოგიწევთ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიღებული კანონის გაუქმება.

რატომ? იმიტომ რომ ანტიეროვნულია, ანტიკონსტიტუციურია, ანტიდასავლურია და ეწინააღმდეგება საქართველოს და ქართველი ხალხის გაცხადებულ ნებას – ევროატლანტიკურ ინტეგრაციას!“ – აცხადებს გალდავა, რომლის კომენტარსაც „ლელო“ ავრცელებს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img