მუქარის შემცველი ზარი შევიდა თეონა აქუბარდიასთანაც. ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ მის გარდა დაურეკეს ოჯახის წევრებსაც.
თეონა აქუბარდია დარწმუნებულია, რომ მუქარის ზარების უკან ხელისუფლება დგას:
თუ ვინმეს უნდა, რომ დაიჯეროს, რომ ქართული ოცნება ამ ქოლ-ცენტრების უკან არ დგას, როგორ მოხდა ისე, რომ მაგალითად, ჩემი უშუალოდ ოჯახის წევრების სატელეფონო ნომრები აქვთ, მათ დაურეკეს 70 წლის დედას, ჩემს დას, ჩემს ძმას, მამიდას და მამიდაშვილსაც კი. ვისაც ასეთი ტიპის ბაზები აქვს, ეს არის შსს და ერთადერთი, ვისაც შეუძლია მათ შორის მდებარეობის დადგენა და შემდეგ რეპრესიული ჯგუფების საცემად მიგზავნა, ეს არის შსს,“ – ამბობს თეონა აქუბარდია.
რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს ისევ ურეკავენ უცნობი პირები მუქარისა და გინების მიზნით. მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ გვიან ღამით მათთან უცნობი პირები რეკავდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ.