ზელენსკი – ეს არის ნამდვილი მესამე მსოფლიო ომი – არ ვფიქრობ, რომ პუტინი გიჟია, ის სახიფათოა

Published:

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით რუსეთთან მოლაპარაკებები არარეალურია.

Guardian-თან ინტერვიუში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სამშვიდობო შეთანხმება იქნება “ხაფანგი”, რადგან პუტინი დაარღვევს ნებისმიერ შეთანხმებას და მისი დაჯერება არ შეიძლება.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვი გამოიყენებს ნებისმიერ პაუზას, რათა „გაძლიერდეს კუნთები ბრძოლის ველზე“ და ადრე თუ გვიან კვლავ დაარტყამს უკრაინას. მისი თქმით, „რუსული ფაშიზმის იდეოლოგიის“ გამო, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი მეორე მსოფლიო ომის მსგავსია, თუმცა უფრო მცირე მასშტაბით და რომ პუტინის სასტიკი მეთოდიკა იგივეა, რაც ნაცისტური გერმანიის.

ზელენსკის თქმით, თუ რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის შეეცდება კიდევ უფრო შეცვალოს ევროპის საზღვრები სხვა ქვეყნებზე თავდასხმით.

“ეს არის ნამდვილი მესამე მსოფლიო ომი. არ ვფიქრობ, რომ პუტინი გიჟია. ის სახიფათოა – ეს კი ბევრად უფრო საშიშია. ის არ გაჩერდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img