მთელი ეს პროცესი – დაკითხვა, საქმის აღძვრა არის პოლიტიკურად შეთითხნილი აქტივისტების დაშინების მცდელობით და ყველა კითხვა იყო სულელური, სასაცილო და აზრს მოკლებული, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა, ტიტე გედენიძემ სასამართლოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
გედენიძის განცხადებით, „დაკითხვებზე დაბარება პირდაპირი მნიშვნელობით, ახალგაზრდების დაშინების მცდელობაა“.
„თავიდანვე ვიცოდით, რომ ეს საქმე არის პოლიტიკურად შეთითხნილი, მაგრამ ამის მიუხედავად მეგონა, რომ უფრო საინტერესო კითხვებს დასვამდნენ, თუმცა არაფერი საინტერესო აქ არ იყო, სრულიად აბსურდული კითხვები დასვეს, თუ სად ვიყავი, რას ვაკეთებდი. დაკითხვებზე დაბარება პირდაპირი მნიშვნელობით, ახალგაზრდების დაშინების მცდელობაა. მთელი ეს პროცესი – დაკითხვა, საქმის აღძვრა არის სისულელე, ყველა კითხვა იყო სულელური, სასაცილო და აზრს მოკლებული“, – განაცხადა ტიტე გედენიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.