ჩხარტიშვილი – პოლიტიკისგან შორს ვარ, გვიყვარს სამშობლო

Published:

ტელეკომპანია იმედთან და ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი, ვანო ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკისგან დისტანცირებული და ქველმოქმედებით არის დაკავებული.

” მე ძალიან გავურბივარ სანქციებზე საუბარს, იმიტომ, რომ პოლიტიკისგან აბსოლუტურად დისტანცირებული ვარ. ჩვენი ჯგუფი დასაქმებით არის დაკავებული, 2000-მდე ადამიანი გვყავს დასაქმებული, ასევე ვახორციელებთ ინვესტიციებს, ძალიან გვიყვარს ჩვენი სამშობლო, ძალიან ბევრ ქველმოქმედებას ვეწევით და გავაგრძელებთ ამას.

დარწმუნებულები ვართ, რომ ყველაფერი დამშვიდდება. ცოტა ტურბულენტურ ზონაში მოექცა საქართველო და დარწმუნებულები ვართ, რომ ყველაფერი ნორმალურად იქნება, – ამბობს ჩხარტიშვილი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img