აშშ-ში არალეგალურად ჩასულ ქართველებს აღარ მიიღებენ

Published:

აშშ-ში არალეგალურად ჩასულ ქართველებს აღარ მიიღებენ. მათ არც თავშესაფრის მოთხოვნის უფლება ექნებათ. – ამის შესახებ „Washington Examiner“ წერს.

გამოცემის თანახმად აშშ-ის სასაზღვრო პატრულის აგენტებს გადაეცათ მითითებები, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში 6 ქვეყნის მოქალაქებს აღარ შეუშვებენ. სწორედ აღნიშნულ ექვს ქვეყანას შორის მოხვდა საქართველო.

“მხოლოდ სრულწლოვანი პირები საქართველოდან, მოლდოვიდან, ყირგიზეთიდან, რუსეთიდან, ტაჯიკეთიდან და უზბეკეთიდან მიმართავენ აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურს სწრაფი გაყვანისთვის. ყველა სხვა მიგრანტი აღმოსავლეთ ნახევარსფეროში “ძნელად ან ძალიან ძნელად მოსაშორებელი ქვეყნებიდან” გათავისუფლდებიან დოკუმენტების საფუძველზე, რომლებითაც ისინი აშშ-ის სასამართლოში გამოცხადდებიან,” – წერია დოკუმენტში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img