“ენერგო-პრო ჯორჯია”, უმაღლესი სასწავლებლებისა და პროფესიული კოლეჯების სტუდენტებს, საზაფხულო დასაქმების პროექტში მონაწილეობისთვის იწვევს.
ახალგაზრდები ანაზღაურებად სტაჟირებას 2 თვის განმავლობაში გაივლიან. წარმატებით დასრულების შემდეგ, კომპანია, სტუდენტებს დასაქმებას სთავაზობს.
“ენერგო-პრო ჯორჯია“, თითოეულ სტუდენტს უნივერსიტეტებთან და კოლეჯებთან ერთად შეარჩევს.