პაატა დავითაია – ზუკა ბერძენიშვილზე განხორციელებული თავდასხმა ცხადყოფს, როგორი რთული მდგომარეობაა ქვეყანაში

Published:

კატეგორიულად მიუღებელია ძალადობრივი თავდასხმები ოპოზიციურ პოლიტიკურ ლიდერებზე და სამოქალაქო აქტივისტებზე. ანგარიშსწორება ზუკა ბერძენიშვილზე ნათლად ცხადყოფს, რა რთული მდგომარეობაა შექმნილი ქვეყანაში, რაც საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო გამწვავდება, – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.

პაატა დავითაია სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, გამოიძიონ საქმე და ინციდენტში მონაწილე პირებს პასუხისმგებლობა დააკისრონ.

„ვგმობთ იმ თავდასხმას, რაც განხორციელდა ზუკა ბერძენიშვილზე. ზუკას მამა, დავით ბერძენიშვილი მრავალი ათეული წელი ებრძოდა რუსეთის იმპერიას და იცავდა ქართულ ინტერესებს, ძალიან მძიმე სანახავია, რომ დღეს წნეხის ქვეშ ჰყვება მისი შვილი, რომელსაც ბრძოლა, ისევ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის უწევს.

სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებ, უსწრაფეს რეჟიმში გამოიძიონ ეს საქმე და პასუხისმგებლობა დაეკისროთ იმ ადამიანებს, ვინც მოაწყო და ჩაიდინა ეს ძალადობრივი აქტი”, – განაცხადა პაატა დავითაიამ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img