რომან გოცირიძე – ირაკლი კობახიძე უკრაინასთან დაკავშირებულ ფორუმზე შერცხვენილი და ხელჩამოურთმეველი პიროვნება იქნება 

Published:

ასეთ ვითარებაში ის იქ შერცხვენილი და ფაქტობრივად, ხელჩამოურთმეველი პიროვნება იქნება, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობას გამოეხმაურა.

გოცირიძის თქმით, ამ ფორუმზე მსოფლიოს 90 ქვეყანა მონაწილეობს და საქართველოს არმონაწილეობა წარმოუდგენელი რამ იქნებოდა.

„ამ ფორუმზე მსოფლიოს 90 ქვეყანა მონაწილეობს და საქართველოს არმონაწილეობა წარმოუდგენელი რამ იქნებოდა. ფაქტობრივად, ეს პირდაპირ დსთ-ს გაერთიანებაში განაცხადი იქნებოდა. ბუნებრივია, რომ ეს დაუშვებელი იყო, ვერ გაბედა ბიძინა ივანიშვილმა. მაგრამ, როდესაც ირაკლი კობახიძე უკრაინასთან დაკავშირებულ ფორუმზე ჩადის და მანამდე ლანძღავს ამ ქვეყანას, პირადად მის პრეზიდენტს, 2 წლის განმავლობაში ფაქტობრივად, ანტიუკრაინულ კამპანიას ეწევა და რუსეთს უჭერს მხარს პოლიტიკურადაც და თუნდაც პარალელური ე.წ იმპორტის დაშვებით, რომელიც თურქეთიდან რუსეთში საქონელი შეედინება. ასეთ ვითარებაში ის იქ შერცხვენილი იქნება და ფაქტობრივად, ხელჩამოურთმეველი პიროვნება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

გარდა ამისა, მან ისაუბრა ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს არის ძალაუფლების შენარჩუნების ერთ-ერთი მექანიზმი ე.წ მგრძნობიარე თემების მანიპულირების გზით.

„ეს არის „რუსული კანონი 2“. რუსეთმაც მიიღო მსგავსი კანონი, წინასაარჩევნო კამპანიაში მსგავსი იდეებით გამოდიოდა. როგორც „აგენტების კანონის“ შემდეგ გავრცელდა რუსეთის გავლენის მქონე ქვეყნებში: ტაჯიკეთში, ყირგიზეთში, ნიკარაგუაში, ვენესუელაში და ყაზახეთში, ზუსტად ამ სქემით იქნება იგივე კანონი გავრცელებული ან რუსეთის რჩევით ან რუსეთის მიბაძვით სხვა ქვეყნებში. ყაზახეთმა უკვე დაიწყო მსგავს კანონზე მუშაობა. კოპირებულია – ზუსტად მეორდება ის პროცესი, რაც „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით იყო. ეს არის პუტინის კანონი და არავითარი ტრადიციების დაცვა და ლგბტ პროპაგანდა – ეს არის ძალაუფლების შენარჩუნების ერთ-ერთი მექანიზმი ე.წ. მგრძნობიარე თემების მანიპულირების გზით“, – აღნიშნა გოცირიძემ.

გოცირიძის თქმით, ის ამ კანონპროექტის განხილვებში მონაწილეობას არ მიიღებს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img