სალომე სამადაშვილი – სუს-ის რეფორმირება იქნება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი

Published:

ფაქტობრივად, სუს-ი დღეს საუკეთესო საბჭოთა ტრადიციებში მოქალაქეებზე კონტროლზე დასამყარებლად გამოიყენება – პირველი რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის ლუსტრაციის კანონის მიღება, – ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დღეს ძირითადად, პოლიტიკური დევნის უწყებაა და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, “ლელოს” ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ აღნიშნული უწყების რეფორმირება იქნება.

„სუს-ის რეფორმირება იქნება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი, იმიტომ, რომ ეს უწყება, რომელიც უნდა ემსახურებოდეს ქართველი ხალხის ინტერესებს, დღეს ემსახურება პოლიტიკურ რეჟიმს და რუსეთის დავალებას ასრულებს. ამიტომ ჩვენ არ გვაქვს განცდა, რომ რაიმე აზრი აქვს მის დღევანდელ ხელმძღვანელთან შეკითხვების დასმას ან დიალოგს, მაგრამ გვსურს, რომ ვისაუბროთ რეფორმაზე, რომელსაც განვახორციელებთ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ.

ფაქტობრივად, სუს-ი დღეს გამოიყენება საუკეთესო საბჭოთა ტრადიციებში მოქალაქეებზე კონტროლზე დასამყარებლად, თუმცა ის ვერ ახორციელებს იმ ფუნქციებს, რაც უკავშირდება ჩვენი სახელმწიფოსთვის საფრთხეების განეიტრალებას. პირველი რაც უნდა გაკეთდეს ეს არის ლუსტრაციის კანონის მიღება. ლუსტრაციის შედეგად ის ადამიანები, რომლებიც დადგენილი არიან, რომ ემსახურებიან რუსეთის ინტერესებს ჩვენს ქვეყანაში, მათ აღარ ექნებათ შესაძლებლობა, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ იმუშაონ ქართულ სახელმწიფო უწყებების შიგნით.

ლუსტრაციის განხორციელება მათ შორის სუს-ში იქნება ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ამოცანა სხვა სტრუქტურულ რეფორმებთან ერთად“, – განაცხადა სამადაშვილმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img