“ახალის” თანათავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ჩართულობა მომდევნო პერიოდში ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი იქნება, რაც შეეხება მის საერთო საპრეზიდენტო კანდიდატურას, როგორც მელია ამბობს, პარტიას ამაზე უკვე ჩამოყალიბებული აქვს პოზიცია და როგორც კი ჩათვლიან საჭიროდ, საზოგადოებას გააცნობენ.
“განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში, სალომე ზურაბიშვილის ნათქვამ-ნამოქმედარი სრულად ასახავს ქართველი ხალხის ნებას და რა თქმა უნდა, მომდევნო პერიოდში, პარტია “ახალი” ფიქრობს, მისი ჩართულობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ევროინტეგრაციის გზაზე.
რაც შეეხება საპრეზიდენტო საერთო კანდიდატობას. პარტია “ახალს” პოზიცია ამასთან დაკავშირებით აქვს უკვე ჩამოყალიბებული. როგორც კი ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ, რომ პოზიცია უნდა დავაფიქსიროთ, ეს პოზიცია უკვე შემუშავებული აქვს პარტია “ახალს” და საზოგადოებასაც გავაცნობთ” ამბობს ნიკა მელია.
შეგახსენებთ, გუშინ, 11 ივნისს სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრაზე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ გამორიცხა.