ქუვეითში, საცხოვრებელ შენობაში ხანძარს სულ მცირე 41 ადამიანი ემსხვერპლა

Published:

ქუვეითში, საცხოვრებელ შენობაში ხანძარს სულ მცირე 41 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ადგილზე ჩასულმა ვიცე-პრემიერმა შეიხ ფაჰად იუსუფ საუდ ალ-საბაჰმა განაცხადა.

შემთხვევაში ქუვეითის სამხრეთში მდებარე ქალაქ მანგაფში მოხდა. შენობაში მუშები ცხოვრობდნენ. ხანძარი ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 06:00 საათზე გაჩნდა. ცეცხლმოკიდებული შენობიდან ათობით ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

ვიცე-პრემიერმა ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა უძრავი ქონების მფლობელებს დააკისრა.

„სამწუხაროდ, უძრავი ქონების მფლობელების სიხარბე იწვევს ასეთ საკითხებს“, – განაცხადა შეიხ ფაჰადმა, რომელიც ქვეყნის შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს ხელმძღვანელობს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img