„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

Published:

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ივნისს 11:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: აღდგომლიანთკარი, მისაქციელი, ნავაზი, ქსოვრისი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 11:05 საათამდე და 12:55-დან 13:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ბურიანი, ნავდარაანთკარი, ზაქარო, კევლიანი და მიმდებარე სოფლებში; 16:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში – ავთანდილის, ჩალიპირებში, ბატონიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img