სასამართლო დავა წულუკიანს კიდევ ერთმა გათავისუფლებულმა თანამშრომელმა მოუგო

Published:

თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო ლალი ახალაიას სსიპ “კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან” გათავისუფლება და მოპასუხეს იძულებითი განაცდურის და კომპენსაციის გადახდა დააკისრა , -ამის შესახებ ინფორმაციას ISFED ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში რეორგანიზაცია და მასშტაბური ცვლილებები წულუკიანის დანიშვნის შემდეგ დაიწყო.

“2021 წელს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში რეორგანიზაცია და მასშტაბური ცვლილებები დაიწყო. 2021 წლის 25 ნოემბერს “კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოშიც” დაიწყო რეორგანიზაცია. დაინიშნა ტესტირება ზოგად უნარებსა და მათემატიკაში. სააგენტოში დასაქმებული პირების პროფესიული ცოდნა ტესტირებაზე არ შემოწმებულა. ამავდროულად, დადგენილი არ ყოფილა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. 2022 წელს, 9 თვის შემდეგ სააგენტოში მეორე რეორგანიზაცია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ლალი ახალაია 2022 წლის 14 ნოემბერს სამსახურიდან გაათავისუფლეს, გასაუბრების ოქმში კი აღნიშნეს, რომ მისი კომპეტენცია არ შეესაბამებოდა დაკავებულ პოზიციას. გასაუბრების პროცესს არ ესწრებოდნენ დარგის პროფესიონალები, სფეროს მცოდნე ექსპერტები.

გასაუბრებას, ძირითადად, ატარებდნენ იურისტები, რომლებიც არ ჰქონდათ კონკურსანტის შესაფასებლად საჭირო პროფესიული ცოდნა. ლალი ახალაიამ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება სასამართლოში 2022 წლის 14 დეკემბერს გაასაჩივრა, ამ ბრძანების ბათილად ცნობის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2024 წლის 10 ივნისს ბათილად ცნო სსიპ “კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს” ბრძანება ლალი ახალაიას გათავისუფლების შესახებ და მოპასუხე მხარეს დააკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და დამატებით სამსახურში აღდგენის ნაცვლად კომპენსაციის გადახდის ვალდებულება” – ნათქვამია ინფორმაციაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img