მამულაშვილის სისხლში მომწამლავი ნივთიერებები აგმოჩნდა

Published:

ტყვია, ვერცხლისწყალი, დარიშხანი – ეს ის მომწამლავი ნივთიერებებია, რომელიც ქართველ მებრძოლს, მამუკა მამულაშვილს სისხლში აღმოაჩნდა.

უკრაინაში მებრძოლი ქართველი ლეგიონის მეთაურს სამედიცინო დასკვნა დღეს, 13 ივნისს მოუვიდა, სადაც ეწერა, რომ მისი ორგანიზმი მძიმე მეტალებით იყო მოწამლული.

როგორც მამუკა მამულაშვილი “პირველებთან” ყვება, უკრაინაში ექიმები ოთხი თვის განმავლობაში ვერ ადგენდნენ, თუ რა სჭირდა ჯარისკაცს, თუმცა მისი თქმით, მის სისხლში არსებული მომწამლავი ნივთიერებები დროთა განმავლობაში სხვადასხვა ფორმით გამოვლინდა.

ჯარისკაცი განმარტავს, რომ მოწამვლის შედეგად კონკრეტულ ორგანოებზე, განსაკუთრებით ნერვულ სისტემაზე პრობლემები შეექმნა.

მებრძოლი მომხდარის უკან პუტინის რუსეთს ხედავს და აცხადებს, რომ ასეთი ხელწერა, მხოლოდ და მხოლოდ, ოკუპანტ რუსეთს გააჩნია.

ტესტი გამიკეთეს ახლა, რადგან უკრაინაში არ კეთდება და საჭირო იყო გერმანიაში გაკეთება. შედეგი მოვიდა და მომწამვლელი ნივთიერებები იპოვეს შიგნით. რთულია იმის თქმა, თუ სად მოხდა. ექიმებიც ვერ მეუბნებიან ამას. უბრალოდ დაშლის პროცესი აქვს ამ მომწამვლელ ნივთიერებებს. ერთს აქვს 20 დღე, მეორეს 70 დღე. სავარაუდოდ, ახლა უკვე უკუშედეგი აქვს. მძიმე დაზიანებები არ მოყვა, მაგრამ შინაგან ორგანოებზე ჰქონდა გავლენა. 5 თვის მანძილზე სად და ვისთან ერთად ვჭამე, რთულია ამის გამოკვლევა. მაგრამ ფაქტია, რომ რუსული კვალია, რადგან რუსებს აქვთ ასეთი მოწამვლის წესი”, – ამბობს მამუკა მამულაშვილი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img