ილია ჭიღლაძე – ოლიმპიადის გახსნაზე მინიშნება არ ყოფილა ლეონარდო და ვინჩის “საიდუმლო საღამოზე”

Published:

პარიზში ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე მინიშნება არ ყოფილა ლეონარდო და ვინჩის “საიდუმლო საღამოზე”, – ამის შესახებ დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

“პარიზში ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე. მინიშნება არ ყოფილა ლეონარდო და ვინჩის “საიდუმლო საღამოზე”.

ეს იყო ჰოლანდიელი მხატვრის იან ჰარმენს ვან ბეილერტის (Jan Hermansz van Bijlert) ნახატი “ღმერთების დღესასწაული”, რომელიც დაახლოებით 1635 წელს შეიქმნა. ეს ნამუშევარი განთავსებულია მაგნინის მუზეუმში დიჟონში, საფრანგეთში.

სურათი ასახავს ფეტიდას და პელეუსის ოლიმპოს ღმერთებთან ქორწინების დღესასწაულს. სუფრის ცენტრში გვირგვინოსანი აპოლონია და არა ქრისტე, როგორც “უკანასკნელ სერობაზე”. წინა პლანზე ბახუსი-დიონისე წევს, რომელიც სცენას ზეიმისა და მხიარულების ატმოსფეროს მატებს.

ეს ნახატი ჰოლანდიური ოქროს ხანის ხელოვნების მშვენიერი ნიმუშია და აჩვენებს ვან ბილიერტის მითოლოგიურ ისტორიებს.

ლეონარდო და ვინჩის ფრესკის ეჭვიანი მცველებისთვის, კიდევ ერთხელ: “უკანასკნელი სერობის” ფრესკას არანაირი კავშირი არ აქვს პარიზთან და ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიასთან. ეს ცნობილი ფრესკა მდებარეობს იტალიაში, მილანში სანტა მარია დელე გრეისის მონასტრის სასადილოში (ანუ სატრაპეზოში). ხოლო ეს შედევრი საფრანგეთში ინახება და თემატურად უფრო ახლოსაა ოლიმპიადასთან.

P.S. ფანატიკოსები გაიძახიან ორგანიზატორებმა ბოდიში მოიხადესო. ტყუილია და დეზინფორმაციული მანიპულაციაა, რომ თავი გამარჯვებულად იგრძნონ. არავითარი ბოდიში არ მოუხდიათ, განაცხადეს რომ

არავისი შეურაცხყოფა არ უცდიათ და თუ ვინმემ შეურაცყოფად მიიღო და აღშფოთდა, წუხილს გამოხატავენ ამის გამო. ესაა ბოდიში?!

შეადარეთ ეს ორი ფოტო და მიხვდებით რეალობას.” – წერს დეკანოზი სოციალურ ქსელში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img