ქობულეთში ტურისტი საკუთარი გველის ნაკბენის შედეგად გარდაიცვალა

Published:

ქობულეთში, სოფელ ჩაისუბანში გერმანელი ტურისტი გველის ნაკბენის შედეგად გარდაიცვალა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ის სოფელში დასასვენებლად იმყოფებოდა ქვეწარმავალი კი მისი საკუთრება იყო. ერთ-ერთი ვერსიით ის ქვეწარმავალზე დაკვირვებას აწარმოებდა, რა დროსაც მან უკბინა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ქვეწარმავლის კბენიდან რამდენიმე წუთში ადგილზევე გარდაიცვალა.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img