პოდოლიაკი – უკრაინა მზად არის რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ მხოლოდ საერთაშორისო სამართლის საფუძველზე

Published:

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ 
უკრაინა მზად არის რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ მხოლოდ საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.

მისი თქმით, რუსული პროპაგანდა დიდ ფულს ხარჯავს, შთაბეჭდილების შესაქმნელად, რომ ომია, მაგრამ რუსეთი მოლაპარაკებებისთვის მზადაა, უკრაინა კი არა. პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები აუცილებელია, თუმცა უკრაინა მკაფიოდ ამბობს, რომ მოლაპარაკებები უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო სამართალს, როგორც კონცეფციას.

“მოლაპარაკება რა თქმა უნდა აუცილებელია, მაგრამ მეორე პუნქტი რა პირობებით, რის საფუძველზე იქნება მოლაპარაკება. და აქ უკრაინა მკაფიოდ ამბობს: “დიახ, შევიდეთ მოლაპარაკებებში ისეთი პირობებით, რომლებიც ეფუძნება საერთაშორისო სამართალს, როგორც კონცეფციას”. და ამ კონცეფციიდან მთავარია ტერიტორიული მთლიანობა და სუბიექტურობა, სახელმწიფო სუვერენიტეტი”, – თქვა პოდოლიაკმა.

მისივე აზრით, მოლაპარაკებები შედეგიანი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აგრესორის მშვიდობისკენ იძულების ინსტრუმენტები იმუშავებს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img