ეკლესია წმ. ელია თეზბიტელის, წმ. ილია მართლის ხსენებისა და პატრიარქის, ილია მეორის ანგელოზის დღეს აღნიშნავს

Published:

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმ. ელია თეზბიტელის, წმ. ილია მართლის ხსენებისა და საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის ანგელოზის დღეს აღნიშნავს.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

„დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმ. ელია თეზბიტელს იხსენიებს, ერთ-ერთ უდიდეს წინასწარმეტყველს, რომელმაც სიყმაწვილიდანვე ღმერთს უძღვნა თავი. წმინდანის სახელს არა ერთი სასწაული უკავშირდება. ეკლესიის სწავლებით, იგი მეორედ მოსვლის წინ, ანტიქრისტეს სამხილებლად უნდა მოვიდეს და ხორციელი სიკვდილი დაითმინოს. წინასწარმეტყველი ელია ცეცხლოვანი ეტლებით იქნა აღტაცებული ზეცად. ელიას ხალენი (მოსასხამი) საქართველოში, სვეტიცხოვლის ტაძარში, წმინდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკვდერშია დაფლული. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმ. ილია მართალსაც იხსენიებს, დიდ ქართველ მოღვაწეს, მწერალს, ჟურნალისტს, მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერს, ერის სულიერ მამას რომ უწოდებდნენ და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. ილია ჭავჭავაძე, წმინდა ილია მართალი 1987 წელსაა კანონიზებული და ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მას ყოველ 2 აგვისტოს იხსენიებს. დღეს სრულიად საქართველოს კათალიკოს – პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ანგელოზის დღეა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს მის უწმინდესობას ანგელოზის დღეს, ჯანმრთელობას, მხნეობასა და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img