ჯოზეფ ბორელი ახლო აღმოსავლეთზე – მორიგი კატასტროფა თავიდან უნდა ავიცილოთ

Published:

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი X-ზე წერს, რომ ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა მწვავდება, რაც მას უცნობი მასშტაბის ომის ზღვარზე აყენებს.

“ჩვენ მორიგი კატასტროფა თავიდან უნდა ავიცილოთ. წინსვლის გზა ძირითადად კონსენსუალურია: ცეცხლის შეწყვეტა ღაზაში, ახლავე. ყველამ, ვინც დეესკალაციის გზას ადგას, პასუხი უნდა აგოს”, – აცხადებს ბორელი.

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დაძაბულობა ბეირუთში ჰეზბოლას მეთაურის, ფუად შუკრისა და თეირანში ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ გაიზარდა. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img