რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით, ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა.
“2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ომში დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 – სამხედრო მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 და სანაპირო დაცვის 5 თანამშრომელი დაიღუპა. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.