„სფერო ჰოლდინგის“ გადაწყვეტილებით, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონსა და „სფერო ინვესტის“ საპატიო აქციონერს, ლაშა ტალახაძეს საჩუქრად, საცხოვრებელი აპარტამენტი გადაეცემა!

Published:

მულტიფუნქციური კორპორაცია „სფერო ჰოლდინგი“ სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ძალოსნობაში, კომპანიის საპატიო აქციონერს, ლაშა ტალახაძეს ღირსეულ გამარჯვებას ულოცავს და საჩუქრად, საცხოვრებელ აპარტამენტს გადასცემს!

აღსანიშნავია, რომ მრავალგზის ჩემპიონს, კორპორაციამ ქვეყნის სახელის საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად გატანისთვის მიმდინარე წელს “სფერო ინვესტის” აქციები გადასცა.

სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ამჯერად “სფერო ჰოლდინგის” დამფუძნებლის, გიგა წულეისკირის გადაწყვეტილებით, სასტუმრო კომპლექს “მწვანე ჰორიზონტში“ საცხოვრებელი აპარტამენტი გადაეცემა. კორპორაცია ქვეყნის მასშტაბით უმნიშვნელოვანეს პროექტებს ახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ ჰოლდინგის დამფუძნებელმა, გიგა წულეისკირმა პრემიუმ კლასის აპარტემენტები გიორგი მამარდაშვილსა და ლაშა ბექაურს უკვე გადასცა, ხოლო ოლიმპიურ ჩემპიონი გენო პეტრიაშვილისთვის გრანდიოზული საჩუქრის გადაცემის შესახებ ინფორმაცია “სფერო ჰოლდინგის” დამფუძნებელმა საკუთარ ოფიციალურ ფეისბუქ გვერზე დაანონსა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img