სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა – 4 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი

Published:

სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი პირის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.

მიღებული ტრავმის შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მასთან ერთად მსხდომი ოთხი პირი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან, ორი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “რუსთავის 2-ს” განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img