Ბახი ოლიმპიადის სპორტსმენებს – “გმადლობთ, რომ გვაოცნებეთ, თქვენ შექმენით მშვიდობის კულტურა”

Published:

პარიზის ოლიმპიადის დახურვის ცერემონია გუშინ გაიმართა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა თქვა, რომ პარიზის თამაშები “სენსაციური იყო”.

თავის დასკვნით სიტყვაში მან სპორტსმენები, “საოცარი” გამოსვლებისთვის შეაქო და თქვა, რომ “მათ აჩვენეს თუ რა სიდიადე შეგვიძლია ჩვენ ადამიანებს”.

“მთელი ამ ხნის განმავლობაში თქვენ ერთად, მშვიდობიანად ცხოვრობდით ერთ ჭერქვეშ ოლიმპიურ სოფელში. თქვენ ეფერებოდით ერთმანეთს, პატივს სცემდით. თქვენ შექმენით მშვიდობის კულტურა. ამან შთააგონა ყველა ჩვენგანი და მილიარდობით ადამიანი მთელს მსოფლიოში. გმადლობთ, რომ გვაოცნებეთ. გმადლობთ, რომ დაგვაჯერეთ უკეთესი სამყარო”

ოლიმპიადის დახურვის ცერემონიის დროს, ჰოლივუდის სუპერვარსკვლავი ტომ კრუზი, სტადიონის სახურავიდან ჩამოხტა, რამაც შთამბეჭდავი სანახაობა შექმნა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img