კურორტ გომისმთიდან მომავალი ავტომობილი ხრამში გადავარდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი პირი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.