ბათუმში ხელოვნური კუნძულის აშენებისთვის საჭირო ნებართვა გაიცა

Published:

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ ბათუმში ხელოვნური კუნძულის აშენებისთვის საჭირო გარემოსდაცვითი ნებართვა მისცა.

სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა ბრძანება დღეს, 14 აგვისტოს, გამოსცა.

პროექტის ინვესტორი „ამბასადორი“ ჯგუფია, რომელსაც სურს ბათუმში, რკინიგზის სადგურთან, შავი ზღვის აკვატორიაში, ხელოვნური კუნძული ააშენოს. ინვესტიციის საერთო ღირებულება 100 მილიონი დოლარია.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის გაცემის პროცესი 2 აგვისტოს შეაჩერა. გადაწყვეტილებას თან ერთოდა ბათუმის ნავთობტერმინალის მმართველი კომპანიის, „ტერმინალ 1-ის” დაკვეთით ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგი და კომპანიის დირექტორის წერილი, რომლის მიხედვითაც, „ქაოტური მშენებლობით“ საფრთხე შეიძლება შეექმნას ტერმინალში შემავალ გემებს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img