საქართველო-ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩის ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმით დღეს დაიწყება

Published:

საქართველო-ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩის ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმით TKT.GE-ზე დღეს, 12:00 საათიდან დაიწყება.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ინფორმაციით, ბილეთების 10, 30 და 50 ლარი იქნება და მათი ყიდვა მხოლოდ ონლაინ რეჟიმით იქნება შესაძლებელი.

7 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრას გამართავს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე გაიმართება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img