რუსეთის ბელგოროდის ოლქში ფედერალური საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ინფორმაცია რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ გაავრცელა.
რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბელგოროდის ოლქში საგანგებო მდგომარეობის უმაღლესი, ფედერალური დონე იმოქმედებს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ბელგოროდის ოლქში, დაზარალებული მოსახლეობისთვის მაქსიმალური დახმარების გაწევის მიზნით, მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა მოვლენების მასშტაბებიდან გამომდინარე, ხელისუფლებას დამოუკიდებლად გამკლავება უჭირს.