მაიმუნის ყვავილის გამო მსოფლიოში საგანგებო ზომები არ გამოცხადდება – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

Published:

მაიმუნის ყვავილის გამო მსოფლიოში საგანგებო ზომები არ გამოცხადდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ინფექცია კორონავირუსს არ ჰგავს და მისი კონტროლი შესაძლებელია. ორგანიზაციის ევროპული ბიუროს ხელმძღვანელმა თქვა, რომ მთავარია ერთობლივი მოქმედებები და ყველაზე დაუცველ რეგიონებში ვაქცინების მიწოდება.

მაიმუნის ყვავილის აფეთქება რამდენიმე თვის წინ კონგოში მოხდა, იქ დაავადებას 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. აგვისტოში ინფექციის ახალი შტამი შვედეთშიც დაფიქსირდა. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img