ჩიხლაძე – ხატია დეკანოიძე საკუთარი გამოცდილებით, პოლიტიკური წარსულით და კავშირებით მნიშვნელოვანი შემომატებაა 

Published:

ვფიქრობ, ხატია დეკანოიძე საკუთარი გამოცდილებით, საკუთარი პოლიტიკური წარსულით, საკუთარი კავშირებით მნიშვნელოვანი შემომატებაა „ერთიანობისთვის“ – უახლოეს კვირებში კიდევ ბევრ ადამიანს იხილავთ, ვინც შემოუერთდება „ერთიანობას“, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხატია დეკანოიძის „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნება „ერთიანობის“ ლიდერებმა კონსენსუსის გზით მიიღეს.

„ერთიანობა“ იმიტომ ვართ „ერთიანობა“, რომ „ერთიანობის“ კარი ღიაა ყველა პლატფორმაზე მყოფი პოლიტიკოსისთვის, ვისაც უნდა ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, ვისაც უნდა რეფორმები, ვისაც სურს იხილოს საქართველო ევროპის კავშირში. ვფიქრობ, ხატია დეკანოიძე საკუთარი გამოცდილებით, საკუთარი პოლიტიკური წარსულით, საკუთარი კავშირებით მნიშვნელოვანი შემომატებაა „ერთიანობისთვის“. ამიტომ ერთმნიშვნელოვნად მივესალმებით ხატია დეკანოიძის გადაწყვეტილებას და მთლიანად „ერთიანობის“ ლიდერების გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, ფაქტობრივად, კონსენსუსის გზით და უფრო მეტიც, ჩვენ მზად ვართ და თქვენ იხილავთ უახლოეს კვირებში კიდევ ბევრ ადამიანს, ვინც შემოუერთდება „ერთიანობას“. შეიძლება იყოს განსხვავებული აზრები, მაგრამ მთლიანობაში ეს არის გაერთიანების, „ერთიანობის“, 5 ნომრის გადაწყვეტილება. ნახეთ, რომ ყველა ლიდერი ამას მიესალმება, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი“,- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img