აშშ-ში, ტრამპზე მუქარისთვის მამაკაცს ეძებენ

Published:

არიზონის შტატში ეძებენ მამაკაცს, რომელიც სოციალურ ქსელში აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მკვლელობით დაემუქრა. ამის შესახებ არიზონის კოჩიზის ოლქის შერიფის ოფისმა განაცხადა.

ეჭვმიტანილი 66 წლის რონალდ ლი საივრუდია, რომლის მიმართაც უისკონსინის შტატში რამდენიმე ორდერია გაცემული.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი არიზონის შტატის კოჩიზის ოლქში, მექსიკის საზღვართან საარჩევნო კამპანიის ფარგლებში იმყოფებოდა.

„არა, მე ამის შესახებ არ გამიგია, თუმცა გაკვირვებული არ ვარ და ამის მიზეზი ისაა, რომ, მინდა, ისეთი საქმეების კეთება, რაც ძალიან ცუდია ცუდი ბიჭებისთვის“, – განაცხადა ტრამპმა, როდესაც მას არიზონაში მუქარების შესახებ ჰკითხეს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img