ვაშაძე – საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი

Published:

ჩვენ გვჭირდება მეტი ამერიკული სიკეთე საქართველოში, მეტი ამერიკული დოლარი ქართულ ოჯახებში, უვიზო მიმოსვლა, მეტი თავისუფალი ვაჭრობა, მეტი ინვესტიციები,- ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჩიკაგოში, კამალა ჰარისის საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად დასახელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე დასწრების შემდეგ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებში ქართველ ხალხთან ერთად გამარჯვების შემდეგ, საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, ასევე, ქვეყანაში ამერიკული ინვესტიციები შემოვა.

“ჩვენთვის რა არის მთავარი? – ჩვენ ძალიან ახლოს უნდა ვიყოთ ამ ზემძლავრ სახელმწიფოსთან, ამერიკასთან. ჩვენ გვჭირდება მეტი ამერიკული სიკეთე საქართველოში, მეტი ამერიკული დოლარი ქართულ ოჯახებში, უვიზო მიმოსვლა, მეტი თავისუფალი ვაჭრობა, მეტი ინვესტიციები.

პირობას გაძლევთ, 26 ოქტომბერს ჩვენი გამარჯვების შემდეგ ამას გავაკეთებთ, ძალიან ბევრი საზეიმო დღე გვექნება საქართველოში ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან ერთად. საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, საქართველოს ექნება თავისუფალი ვაჭრობა ამერიკასთან და საქართველო წავა წინ, მე ამაში 100%-ით დარწმუნებული ვარ. თინა ბოკუჩავასთან ერთად მსოფლიოს პოლიტიკურ, ძალიან სერიოზულ წარმომადგენლებს, ელიტას შევხვდით. საბოლოო ჯამში, ქართველი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს“,- აღნიშნავს გიორგი ვაშაძე, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img