კობახიძის თქმით, არ აპირებენ კონსტიტუციიდან ევროინტეგრაციაზე ჩანაწერის -78-ე მუხლის- ამოღებას

Published:

საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში კონსტიტუციიდან არ ამოიღებენ ევროინტეგრაციის შესახებ ჩანაწერს. ამის შესახებ მან პარტიაში გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

ჟურნალისტს აინტერესებდა, იგულისხმებოდა თუ არა ევროინტეგრაციის შესახებ კონსტიტუციური ჩანაწერის იმ ოთხი მიზეზიდან ერთ-ერთში, რის გამოც „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება სურს.

„ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ 78-ე მუხლის ამოღება არ იგულისხმება. არც შესწორება. იგულისხმება სხვა რამ, რომელსაც დავაკონკრეტებთ იმ შემთხვევაში, თუ მოლაპრაკებები წარმატებით დასრულდებდა“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

მომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდება 5%-იანი ბარიერით. ამ ეტაპამდე ჩატარებული არცერთი კვლევით არ დასტურდება, რომ „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება. საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის 150 მანდატიდან 113-ის მიღებაა საჭირო.

20 აგვისტოს ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლისთავზე დაასახელა ოთხი მიზეზი, რის გამოც 2024 წლის ოქტომბერში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება სურს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img