ზელენსკიმ სერგო ფარაჯანოვს უკრაინის ეროვნული ლეგენდის წოდება მიანიჭა

Published:

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რეჟისორ სერგო ფარაჯანოვს „უკრაინის ეროვნული ლეგენდის” წოდება მიანიჭა. მედალი კიევის თეატრის, მუსიკისა და კინოს მუზეუმს გადაეცემა.

სერგო ფარაჯანოვი წარმოშობით სომეხი საბჭოთა რეჟისორია. ის თბილისში ცხოვრობდა, თუმცა კარიერის სხვადასხვა ეტაპზე მუშაობდა როგორც უკრაინისა და საქართველოს, ისე სომხეთის კინოსტუდიებში.

1965 წელს გამოვიდა მისი ფილმი „დავიწყებული წინაპრების ჩრდილები“, რის შემდეგაც საბჭოთა ხელისუფლებამ გაზარდა ზეწოლა უკრაინულ კინოზე.

ფარაჯანოვი ეწინააღმდეგებოდა ცენზურასა და პოლიტიკურ პატიმრებს, მათ შორის უკრაინელების მიმართ.

2024 წლის დასაწყისში უკრაინის პროკურატურამ „მამათმავლობისთვის” გასამართლებული ფარაჯანოვი უდანაშაულოდ ცნო.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე დააჯილდოვა უკრაინის გამოჩენილი საზოგადო, კულტურისა და სპორტის მოღვაწეები, სამხედრო პერსონალი და ექიმები. დაჯილდოების ცერემონია კიევში, მარიინსკის სასახლეში გაიმართა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img