ბათუმში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

Published:

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ერთი დაშავებული ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე კლინიკაში შეყვანისას.

თვითმხილველების თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოპედი შეეჯახა. დაღუპულია მოპედზე მსხდომი ახალგაზრდები.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

ამასთან, კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში მდინარე დეხვასთან მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევისას 10 ადამიანი დაშავდა. ხუთი დაშავებული, მათ შორის 4 ბავშვი კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა, სხვებს ადგილზე გაეწიათ სამედიცინო დახმარება.

აღნიშნულ ფაქტზეც გამოძიება მიმდინარეობს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img