იორდანიის ქალაქ ამანში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში 17-წლამდე სპორტსმენთა შორის, კონსტანტინე პეტრიაშვილმა (92 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.
ოლიმპიური ჩემპიონის, გენო პეტრიაშვილის უმცროსმა ძმამ მსოფლიო პირველობის ფინალში ნეიტრალური დროშით გამომსვლელი რუსი სანაკოევი 8:0 დაამარცხა.24 აგვისტოს, შეჯიბრების ფინალურ ბლოკში, ნიკოლოზ მაისურაძემ (80 კგ) ირანელ რეზა აფშართან ოქროს მედლისთვის იჭიდავა და დაძაბულ დაპირისპირებაში დამარცხდა. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიო პირველობა ორი მედლით დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ 21 აგვისტოს ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთა შორის დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა – ტურნირის ვიცე-ჩემპიონი ვახტანგ ლოლუა გახდა (60 კგ), ბრინჯაოს მედლებს კი გიორგი ალადაშვილი (71 კგ) და ვლადიმერ მინაძე (92 კგ) დაეუფლნენ.