მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ აბედათში მეზობელმა მეზობელი სანადირო თოფით მოკლა.
როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მოკლულია 60 წლამდე მამაკაცი.
ადგილობრივის ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. სხვა დეტალები კი ჯერჯერობით უცნობია .
არსებული ინფორმაციით, მომხდარ მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.