მსოფლიოს ჩემპიონი 17-წლამდელთა ნაკრების მოჭიდავე, გენო პეტრიაშვილის ძმა, კონსტანტინე პეტრიაშვილი 92 კგ კატეგორიაში, დღეს, სამშობლოში დაბრუბრუნდა.
აეროპორტში მას ახლობლები, გულშემატკივრები და ჟურნალისტები დახვდნენ .
ჩემპიონმა მედიათან კომენტარიც გააკეთა და აღნიშნა, რომ მიუხკედავად მეტოქის სიძლიერისა, მისი დამარცხება მოახერხა.
“რათქმაუნდა მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა შეხვედრა დასაფაბელი და რთულია. ფინალში რუსი მეტოქე მყავდა, რომელიც ძლიერი და რთული მოსაგები იყო, მაგრამ ვიპოვე ჩემთავში ძალა და მოვიგე”, – აღნიშნა უმცროსმა პეტრიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კონსტანტინემ ფინალში რუსი, როდიონ სანაკოევი 8:0 გაანადგურა. Რაც შეეხება ფინალამდე განვლილ გზას, პეტრიაშვილმა ამერიკელ ჯონ დიაკომიჰალისი 7:5, ყირგიზი, ფარუხ მომენჟანოვი 7:0 და რუსი, ალექსეი ხადონუვი 14:4 დაამარცხა.