“თავისუფლების მოედანი” ანტიკორუფციულზე – სამარცხვინო განცხადებაა, კუპრაშვილი ტყუის

Published:

თავისუფლების მოედანი ანტიკორუფციული საბჭოს მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს და აცხადებს, რომ ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის ბრალდებები “ყალბი და მავნეა”.

ანტიკორუფციული ბიურო მოძრაობა თავისუფლების მოედანს, ორგანიზაცია აღმოსავლეთ ევროპის ცენტრს მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD), მის დამფუძნებელს ლევან ცუცქირიძესა და მოძრაობის წევრებს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს და ფინანსურ გამჭვირვალობას ავალდებულებს.

“ძალიან სამარცხვინო და სამწუხაროა ქართული ოცნების დავალებით ანტიკორუფციული საბჭოს მიერ გაკეთებული დღევანდელი განცხადება. რაჟდენ კუპრაშვილი ტყუის, ეს ბრალდებები არის ყალბი და მავნე.

ჩვენი მოძრაობა შედგება საზოგადოების ცნობილი წევრებისგან – ისინი არიან ექსპერტები, მეცნიერები და მკვლევრები, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება მიუძღვნეს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას. ეს ადამიანები სარგებლობენ მაღალი სანდოობით საზოგადოებაში და იბრძვიან, რომ ქვეყნის კურსი ზედმიწევნით იყოს თანხვედრაში საქართველოს კონსტიტუციასთან. ჩვენს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები არ არის მხოლოდ შეტევა ჩვენს მოძრაობაზე, არამედ ამ პიროვნებების მთლიანობასა და იმ ღირებულებებზე, რომლებსაც ჩვენ ვიცავთ. სულ უფრო ცხადი ხდება, რომ „ქართულ ოცნებას“ აშინებს პოლიტიკურ სფეროში ახალი და სანდო ლიდერების გამოჩენა.

მათ ეშინიათ იმ გამოწვევის, რომელსაც ჩვენ ვუქმნით მათ სტატუს კვოს. ბიძინა ივანიშვილის პარტიის სასოწარკვეთა აშკარაა. მათ ეშინიათ სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების. საზოგადოება კარგად ხედავს „ქართული ოცნების“ მცდელობას გააჩუმოს და ჩაახშოს განსხვავებული აზრი. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას დემოკრატიის, თავისუფლების და საქართველოს ევროპული მომავლისთვის”- ნათქვამია განცხადებაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img