იაგო ხვიჩია – როგორც მორწმუნეს ვერ დაუშლი ხატით სიარულს, ისე “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერს ვერ დაუშლი “ფრი მიშას” პლაკატით სიარულს

Published:

როგორც მორწმუნეს ვერ დაუშლი ხატით სიარულს, ისე “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერს ვერ დაუშლი “ფრი მიშას” პლაკატით სიარულს 31 აგვისტოს თბილისში დემოკრატიის ფესტივალი გაიმართება. “დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის” მხარდაჭერით ეს იქნება მეოთხე ღონისძიება, რომელსაც წალენჯიხის, თელავისა და ქუთაისის შემდეგ, ამჯერად დედაქალაქი უმასპინძლებს.

ქართულ პოლიტიკაში უცხოურ ფულზე საუბრობენ მმართველ გუნდში და აცხადებენ, რომ ღონისძიება უკვე ოფიციალურად პოლიტიკური მიზნების მქონე სუბიექტის მიერ არის დაგეგმილი.ოპოზიცია მმართველი გუნდის ბრალდებებს არ ეთანხმება – პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე მიიჩნევს, რომ პროპაგანდისტული ბრალდებები მათთვის საინტერესო არ არის და დემოკრატიის ფესტივალს მნიშვნელოვან ღონისძიებად აფასებს.

“დემოკრატიის ფესტივალი არის მნიშვნელოვანი ღონისძიება, სადაც მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა გაეცნონ ყველა პოლიტიკური პარტიის საარჩევნო პროგრამას, ხედვებს, შესაბამის თემატურ პროგრამებსა და ა.შ.პროპაგანდისტული ბრალდებები ჩვენთვის არ არის საინტერესო, ჩვენთვის საინტერესოა მოქალაქეებთან კომუნიკაცია, რის შესაძლებლობასაც სწორედ დემოკრატიის ფესტივალი იძლევა,” – აცხადებს ”ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი და კოალიცია ”ძლიერი საქართველოს” წევრი ირაკლი კუპრაძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე დემოკრატიის ფესტივალში პრობლემას ვერ ხედავს. მისი თქმით, აღნიშნული ღონისძიება საარჩევნო პროცესის დროს საზოგადოების უკეთ ინფორმირებას უწყობს ხელს.

“თუ სხვა რაღაცაში გეხმარები, საარჩევნო პროცესში რომ შევძლო უკეთესად მოსახლეობის ინფორმირება, მაგაშიც რომ დაგეხმარო, ყველა დავპატიჟო – “ქოცი“, “ნაცი“, “გირჩი“, მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ.რაც შეეხება ფულის ხარჯვას, მე მგონია აქ ახალი არაფერი არ ხდება, სრულიად გამჭვირვალე ფული სრულიად გამჭვირვალედ იხარჯება იმაში, რომ ადამიანები ერთმანეთს დაელაპარაკონ. ის, რომ ამ ლაპარაკის შინაარსი უხარისხო გამოდის, ეს მათი – უცხოელების ბრალი არ არის.როგორც მორწმუნეს ვერ დაუშლი ხატით სიარულს, ისე “ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერს ვერ დაუშლი “ფრი მიშას” პლაკატით სიარულს,“ – აცხადებს იაგო ხვიჩია.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img