ალექსანდრ სირსკი – საბრძოლო მოქმედებების ზონაში ყველაზე რთული მდგომარეობა პოკროვსკის მიმართულებითაა

Published:

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ პოკროვსკის მიმართულებით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ახლა საბრძოლო მოქმედებების ზონაში ყველაზე რთული წერტილია.

„ბრძოლა უკიდურესად მძიმეა. მტერი ბრძოლაში იყენებს ყველაფერს, რითაც თავდასხმა შეუძლია და ცდილობს, ჩვენი ჯარების თავდაცვა გაარღვიოს“, – აღნიშნა სირსკიმ.

მისი თქმით, ზედიზედ რამდენიმე დღე მუშაობდა ბრიგადებში, რომლებიც ამ მიმართულებით თავდაცვის ახორციელებდნენ.

„შტაბებში მუშაობა თითქმის 24 საათის განმავლობაში გრძელდება, მუდმივად გვიწევს არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება თავდაცვის გასაძლიერებლად და მტრის გასანადგურებლად“, – აღნიშნა სირსკიმ.

მისი თქმით, ასეთ პირობებში უმთავრესი ამოცანაა ფრონტის ურთულეს სექტორებში ჯარების თავდაცვის გაძლიერება, ბრიგადებისთვის საკმარისი რაოდენობის საბრძოლო მასალისა და სხვა საშუალებების მიწოდება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img