3 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება

Published:

3 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. მეათე მოწვევის პარლამენტი პლენარულ სხდომებს სექტემბრის თვეში – ორი სასესიო კვირის ფარგლებში გამართავს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, მოახლოებული არჩევნების გათვალისწინებით, პლენარული სხდომები შემჭიდროებულად გაიმართება, რითაც პარლამენტის წევრებს საარჩევნო მარათონში ჩართვისა და ამომრჩევლებთან შეხვედრის შესაძლებლობა ექნებათ.

პარლამენტი დაგეგმილი სესიების ფარგლებში “ამნისტიის პროექტის“, ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტისა და “პენიტენციურ კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების დამტკიცებას გეგმავს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img