უკრაინაში აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. რუსეთის სამხედრო ძალებმა ქვეყნის 6 ოლქს დაარტყეს, მათ შორის არის ხერსონი, დონეცკი, კიევი, ხარკოვი და ზაპოროჟიე.
რუსეთის საოკუპაციო ძალების იერიშებს, კიევის ოლქის გარდა, ყველგან მსხვერპლი მოჰყვა. არიან დაშავებულები. დანგრეულია საცხოვრებელი სახლები.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კონტრშეტევებზე საუბრობს. მისი თქმით, რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის ნებართვის გარდა შესაბამისი იარაღია საჭირო.
“რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის არა მხოლოდ ნებართვა, არამედ შესაბამისი იარაღიც საჭიროა. თუ ერთ-ერთმა ქვეყანამ, დაუშვა დარტყმები და შესაბამისი გზავნილები დიპლომატიური არხებით უკვე არსებობს. მაშინ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, გადმოგვცა თუ არა ამ ქვეყანამ შესაბამისი იარაღი. ანუ, მხოლოდ ნებართვა არ არის საჭირო, საჭიროა ამ იარაღის მიღებაც. შეთანხმებები, რომ ჩვენ ამ ყველაფერს მივიღებთ არსებობს”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.