საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება. ვილი სანიოლის გუნდი საგურამოს ბაზაზე ვარჯიშობს. ამ ეტაპზე საგურამოში 11 ფეხბურთელი იმყოფება, ეროვნულ გუნდში გამოძახებული სხვა სპორტსმენები მათ ორ დღეში შეუერთდებიან.
შეგახსენებთ, 7 სექტემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ნაკრები ჩეხეთს უმასპინძლებს. 10 სექტემბერს ტირანაში საქართველოს ნაკრების მეტოქე ალბანეთის ეროვნული გუნდი იქნება.