პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინის ქალაქ პოლტავაზე სარაკეტო იერიშის შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იერიში ორი ბალისტიკური რაკეტით განხორციელდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ცეცხლის ქვეშ უკრაინის შეიარაღებული ძალების სასწავლო ცენტრიც მოყვა.
“მოხვდა სასწავლო ცენტრსა და მეზობელ საავადმყოფოს. ნაწილობრივ დაინგრა კავშირის ინსტიტუტის შენობა. ადამიანები ნანგრევების ქვეშ მოყვნენ. ბევრის გადარჩენა შევძელით. 180-ზე მეტი ადამიანი დაშავებულია. სამწუხაროდ, ბევრი დაღუპულია”, – თქვა ზელენკიმ.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჰაერო განგაშსა და რაკეტების ჩამოვარდნას შორის იმდენად მცირე დრო იყო, რომ ხალხი თავშესაფარში ჯერ არ იყო შესული.
რუსული სამხედრო ტელეგრამის არხები წერენ, რომ თავდასხმა კავშირის კორპუსის 179-ე სასწავლო ცენტრს შეეხო.
რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ფილიპ პრონინმა პოლტავას რეგიონში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.