პარიზიდან თბილისში დაბრუნდნენ პარალიმპიადის მედალოსნები, გიგა ოჩხიკიძე და ანა ჯაფარიძე. მათ თბილისის აეროპორტში ოჯახის წევრები, გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები დახვდნენ.
ტურნირის ჩემპიონი პარამძლეოსნობაში, ბირთვის მკვრელი გიგა ოჩხიკიძე გახდა. ოჩხიკიძემ მსოფლიო რეკორდიც დაამყარა და ქართული პარასპორტის ისტორიაში მეორე პარასპორტსმენი გახდა, რომელმაც ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა.
“გილოცავთ აბსოლუტურად ყველას. მადლობა, ამხელა დახვედრას არ ველოდი ნამდვილად. დიდი მადლობა ამ სიყვარულისთვის და გულშემატკივრობისთვის. ეს მარტო ჩემი მედალი არ არის, მთელი ჩვენი ქართული დელეგაციის, რომელმაც დაიცვა ეს ჩვენი უფლება, რეკორდი და ეს ოქრო ჩამოვიდა საქართველოში”, – აცხადებს პარამძლეოსანი, პარიზის ოლიმპიადის ოქროს მედალოსანი გოგა ოჩხიკიძე.
ბრინჯაოს მედალს კი პარატაეკვონდოისტი, ანა ჯაფარიძე დაეუფლა.
“პარალიმპიური მედალი ზოგადად ისეთი დიდი მიღწევაა, რომ სიმართლე გითხრათ სიტყვებით ვერ გადმოგცემთ თუ რას ვგრძნობ შიგნით. ეს უბრალოდ თქვენით უნდა განიცადოთ, რომ მართლა მიხვდეთ რამხელაბედნიერებაა ის ფაქტი, რომ შეგიძლა შენი ქვეყნის სახელი საერთაშორისო საზღვრებზე გაიტანო და დაანახო ხალხს, რომ საქართველოს ეს შეუძლია. როგორც იცით, პარატაიკვანდოში არასდროს არავი გაუკეთებია ამხელა შედეგი პარალიმპიადაზე, შესაბამისად ამან ორმაგად გამახარა, იმიტომ, რომ დაინახა ხალხმა – საქართველო ძალიან ძლიერია და უნდა გვიყურონ როგორც სერიოზულ კონკურენტებს საერთაშორისო ასპარეზზე”, – აცხადებს პარატაიკვანდოისტი, პარიზის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი ანა ჯაფარიძე.